სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის ქალი დააკავეს - Palitra News

სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის ქალი დააკავეს

2018-09-29 16:18:48+04:00

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს.თანასოფლელების განცხადებით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.