ოკუპანტებმა სოფელ ქერეს 2 მკვიდრი გაიტაცეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი სოფლის მახლობლად მდებარე სალოცავთან დააკავეს და ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ საზღვრის კვეთა ედებათ. გატაცებას წინ უძღოდა გასროლის ხმა. ქერეში ვარაუდობენ რომ ეს ოკუპანტემის მიერ გამაფრთხილებელი გასროლა იყო. დღეს გატაცებული 27 წლის ლევან ლაფაჩი ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს.