ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში ხანძარია. ცეცხლი ზეთას მთაზე გამხმარ ბალახს უკიდია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი მთის ფერდობზე ბალახს უკიდია, რომელსაც სამი მხრიდან მთის მდინარეები ესაზღვრეება, მეოთხე მხრიდან კი ცეცხლის კერებზე მეხანძრეები მუშაობენ. შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს