წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა, სოფლის მკვიდრი მურმან ციბაძე ამბობს, რომ მტაცებელი თავს დაესხა და ხელზე უკბინა. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ მგელმა სოფლის კიდევ ოთხი მკვიდრი დაკბინა. დაზარალებულებს შესაბამისი აცრები ჩაუტარდათ.