პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება. ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრას და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ. მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში.