სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული იაშა არნანია პროკურორის მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გირაოს თანხას ვერ შესთავაზებდა, რადგან მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ იაშა არნანიამ შვილიშვილს გულ-მკერდისა და მარცხენა ხელის არეში ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა.