ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია.
დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას ჭრილობა მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი.