სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მხარის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილსა და დეპუტატ სიმონ ნოზაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე მათ ინფორმირებას არ ახდენენ. ამასთამ როგორც ადგილობრივები ამბობენ ინფორმაციას ადგილზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას მხოლოდ მედიისგან იგებენ. მოსახლეობის უკნაყოფილების საპასუხოდ კი შიდა ქართლის გუბერნატორმა განმარტა, რომ სოფელი ჩორჩანა უსაფრთხოდაა და მოსახლეობაც ინფორმირებული იყო.