სოფელ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლები აცხადებენ, ოჯახის წევრებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული 41 წლის მამაკაცი სვამდა და ოჯახში კონფლიქტი ამის გამო ხდებოდა.მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის გამო მთელი სოფელი შოკშია.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 1979 წელს დაბადებული პირი ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას და დას მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.