“არა ნაგავსაყრელს”, - ამ მოწოდებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა. ჭოგნარის მაცხოვრებლები მათ მიმდებარედ ნაგავსყრელის მოწყობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ადგილობრივების თქმით, ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.მათ რამდენიმე დღის წინ ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრულ ადგილზე ნერგები დარგეს და ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობა მოითხოვეს. მყარი ნარჩენების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი დამტკიცებულია და სამუშაოები მარტიდან დაიწყება.