ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ფოთის ჰოსპიტალიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლის დროს, მედპერსონალმა დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალება.
შეგახსენებთ, წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი სამსაათიანი მუშაობის შემდეგ გამოიყვანეს.