სოფელ ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევისას ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.