გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეებმა დაკავებული ქალი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დაკავების დეტალების დასადგენად და უკანონო პატიმრობაში მყოფის გასათავისუფლებლად.