ქარელის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან. შესაბამისად, ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების ინსტალაციის პროცესი აღარ გაგრძელებულა. გამყოფი ხაზის პერიმეტრზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები.
პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს დღეს მისცა საშუალება, რომ ატოცის განაპირას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისულიყვნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნობოდნენ.