სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს დაკავებული ორი ადამიანის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს . სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ორი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.
იხილეთ: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს