ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ქრობის პროცესში ავიცია არ ჩართულა.
დაკვამლიანებამ იკლო და ცეცხლის ღია კერები აღარ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე დღეა, რაც სოფელ ახალსოფლიდან 5 კილომეტრში ხანძარს ებრძვიან.რთული რელიეფის გამო გუშინ სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა შეიყვანეს.