ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოლულარიზაციის მიზნით პროექტ "გაიცანი საქართველოს" აგრძელებს. ამჯერად "გაიცანი საქართველოს" მედიატურის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სნოსა და ყაზბეგში-სამომლოცველო ტური მოეწყო. ჟურნალისტბმა რუსეთ-საქათველოს საზღვართან მდებარე დარიალის მამათა მონასტერი მოინახულეს. მთავარანგელოზთა სახელობის ეს ტაძარი დარიალის ხეობაში, საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. სამონასტრე კომპლექსი პატრიარქის კურთხევით 2011 წელს გაიხსნა. კლდეში გამოკვეთილი ეს ტაძარი ყველა შემომსვლეს ახსენებს, რომ ამა დგილიდან მართლმადიდებლური ქვეყანა იწყება. ჟურნალისტებმა ასევე ზღვის დონიდან 2 ათას 200 მეტრზე მდებარე გეგრგეტის სამების ეკლესია და სიონის კომპლეკსი დაათვალიერეს სადაც 12 საუკუნის ეკლესია განთავსებული. პილიგრიმული ტურის ბოლოს მედიატურის წარმომადგენლები სოფელ სნოში გაჩერდნენ. სოფელი სადაც პატრირქი დაიბადა და მთელიბავშვობა გაატარა. სწორედ უწმინდესისი კურთხევით დღეს მისი სახლის ეზოში სატუმრო „სნო“დგას, რომლის გახსნასაც ჟურნალიტები დაესწრნენ.