ყაჩაღობა სენაკში - გვიან ღამით სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა. ნიღბიანები მაღაზიაში შეიარაღებულები შეიჭრნენ და თანხა მოითხოვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა უცნობია. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე პირები ამ დროისთვის არ დაუკავებიათ