1992 წლის 3 დეკემბერს კომპანია Sema Group Telecoms-ის ინჟინერმა, 22 წლის ბრიტანელმა ნეილ პაპუორტმა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-ისთვის, საკუთარი კომპიუტერიდან მსოფლიოში პირველი SMS შეტყობინება გააგზავნა. შეტყობინების ტექსტი მარტივი, ორსიტყვიანი იყო - "გილოცავ შობას" და მისი ადრესატი, კომპანია Vodafone-ის დირექტორი რიჩარდ ჯარვიზი იყო. დღეისათვის SMS-შეტყობინებების გლობალური შემოსავალი 150 მილიარდ დოლარამდეა და ადამიანები ყოველდღიურად მილიარდობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიან.