სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტიზით დადგენილი გარემოება, რომ რაიან სმიტს გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რაც როგორც მამულაშვილი აცხადებს, გამორიცხულია მალხაზ კობაურის მიერ იყოს მიყენებული.შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს გამოძიება რაიან და ლორა სმიტების ასევე მათი მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს