სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია - Palitra News

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია

2018-07-31 13:07:54+04:00

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატის თქმით ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ საქმეში FBI-ია ჩართული სიმართლეს არ შეესაბამება და ჭორია. ალექსანდრე კობაიძის თქმით პროკურატურას არ დაუკითხავს ყველა პირი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს და აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება პროკურატურის მხრიდან ან არაკვალიფიციური ან შეგნებულად არასწორი მიდგომა.ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.