სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ამჯერად სასამართლოს მიმართავენ, შემთხვევის ადგილზე მალხაზ კობაურის ჩაყვანა მოხდეს.ადვოკატების თქმით, ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ იმის დასადგენად, რამდენად შეეძლო მალხაზ კობაურს იმავე წონის პიროვნებების გადაადგილება. ადვოკატების მოთხოვნაა, რომ მოხდეს იმის გადამოწმება, რამდენად გაიგებდნენ სხვა პირები გასროლის ხმას. აღნიშნული მოთხოვნით მალხაზ კობაურის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ.