სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა. მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.
იხილეთ:
დაკავებული მწყემსი სმიტების ოჯახზე: "არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ""სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა" - პროკურორი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე