მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოზე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებენ. ამასთან ლექსო კობაიძის თქმით პროკურატურამ ბრალდებულს ისე დაუმძიმა ბრალი რომ არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები. ადვოკატი დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მის დაუსაბუთებელ ცვლილებაზეც საუბრობს პროკურატურის მხრიდან.
19 წლის მწყემსის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს 13:00 საათზეა ჩანიშნული. გამოძიება მალხაზ კობაურის რაიან და ლორა სმიტების ასევე მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობას ედავება.