განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო. ერთგული მომხმარებლისთვს ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტისვე“ წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება.
"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.