"სმარტმა" რეგიონალური განვითარება განაგრძო და ზუგდიდში უკვე მეორე სუპერმარკეტი გახსნა. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ სმარტი აქტიურად ავითარებს სუპერმარკეტების ქსელს ვისოლის ავტოგასამართ სადგურებსა და მომსახურების ცენტრებში.მომავალი სამი წლის მანძილზე "ვისოლის" ქსელს სმარტის 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, "სმარტის" ევროპული იმპორტისა და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.
"ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზებზე სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, ქუთაისში, ბორჯომში, რუსთავსა და საქართველოს სახვა რეგიონებშიც გახსნის ობიექტებს,რათა მომხმარებელს მგზავრობისთვის უფრო კომფორტული გარემო შეუქმნას.
დღესდღეობით მთელი საქართველოს მასშტაბით "სმარტის" უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც მათ აქვთ საშუალება დააგემოვნონ როგორც საკონდიტრო ნაწარმი, ისე ფუნთუშეული.