იაპონურმა კომპანია Kyocera-მ მსოფლიოში პირველი სმარტფონი Digno Rafre წარადგინა, რომლის გარეცხვაც გამდინარე წყალში ჩვეულებრივი საპნითაა შესაძლებელი. ახალი გაჯეტის შემქმნელთა თქმით, მომხმარებელი სმარტფონის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში, აბაზანის მიღების დროსაც კი შეძლებს. Kyocera-ში აღნიშნავენ, რომ სმარტფონის სენსორული დისპლეი დასველების შემთხვევაში შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას.