ჩინური სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. კომპანია პირველი ელექტრომობილის გამოშვებას 2023 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ Reuters-ის პეკინის ბიურო ინფორმაციას ჩინური კომპანიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Xiaomi ელექტრომობილს Great Wall Motor-ის ქარხანაში ააწყობს. აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის აქციების ფასმა 9%-ით მოიმატა.
ელექტრომობილების გამოშვებით Xiaomi-ს სურს სმარტფონების ბიზნესიდან თავისი შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინოს, რადგან სმარტფონებიდან კომპანიის მოგების მარჟა დიდი არაა. ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ჩიპების დეფიციტი და მათი ფასების ზრდაა.