სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად 42 წლის პრემიერმა დაასახელა ის, რომ უმცირესობაში მყოფ მის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი გავლენა არ აქვს.
"ამ მთავრობის პირობებში ვერაფერს ვახერხებ. შესაბამისად, სამართლიანად მივიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს", - განაცხადა მარიან შარეცმა.
მარიან შარეცმა თანამდებობა 2018 წლის ნოემბერში დაიკავა. იგი ყოფილი მსახიობი და ქალაქ კამნიკის ყოფილი მერია.