10:41
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სლოვაკეთში ორკვირიანი "ლოქდაუნი" გამოცხადდა
25-11-2021

სლოვაკეთის მთავრობამ, კრონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად, ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვების ფარგლებში, რესტორნები დაიხურება, ღია დარჩება მხოლოდ ის მაღაზიები, სადაც პირველადი საჭიროების პროდუქცია იყიდება, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საყიდლებზე, სამსახურში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ბუნებაში სასეირნოდ წასვლის შემთხვევაში ექნებათ.
სლოვაკეთში სამშაბათს ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ კი 3 200-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%.

AutoPlay
ევროპაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
საქართველომ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021 უმასპინძლა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
კომუნიკაციის კომისიის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიამ" აქცია გამართა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
წალენჯიხის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები