სლოვაკეთის ხელისუფლებამ საცირკო და სარეკლამო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობა აკრძალა. ასევე, აკრძალულია ცხოველის წვრთნა სხვადასხვა საგნით, რომლებიც ცხოველებზე მტკივნეულ ზემოქმედებას ახდენს.კანონი ძალაში შევა 2019 წლის 1 სექტემბრიდან და ეს გავრცელდება ყველა სახეობის ცხოველზე, თუმცა, შინაური ძაღლები, კატები და თრითინები ამ სიაში ვერ მოხვდნენ.სტატიაში აღნიშნულია, რომ ლექციები, რომლებიც ზოოპარკში ცხოველების მონაწილეობით მიმდინარეობს, კანონით არ ითვლება საჯარო გამოსვლად. ამიტომ, ქვეყანაში გავრცელებული აკრძალვა ამ მხრივ არ იმოქმედებს.