ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართ. აქციის მიზანი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ უკრაინაში შიშობენ, რომ ამ მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი რამ დათმოს.
აქციას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს მიმართა: "ნუ დაუჯერებთ პუტინს ყველაფერი იმ ცუდის შემდეგ, რაც მან უკრაინას გაუკეთა".
პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკისაც მიმართა და მოუწოდა, "ნუ შეგეშინდება პუტინის!".
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, რომელსაც დღემდე 14,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.