უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდია სტუმრად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა სტატისტის როლში არც შოტლანდიელები იყვნენ. ანგარიში 33-ე წუთზე უკრაინელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ანდრიი იარმოლენკომ გახსნა და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმში ბურთს ძირითადად უკრაინა აკონტროლებდა, მაგრამ სახიფათო მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, გოლის კვლავ პეტრაკოვის შეგირდებმა გაიტანეს. თავი ამჯერად იერემჩუკმა გამოიჩნა.
79-ე წუთზე კალუმ მაკგრეგორმა სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში შოტლანდიამ გოლი ვეღარ გაიტანა. მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დოვბუკმა გაისროლა და საბოლოო შედეგი - 3:1 დააფიქსირა. მომდევნო ეტაპზე უკრაინა გავიდა, სადაც უელსს დაუპირისპირდება.