ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში, „ვილა ვოდნოს“ საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცერემონიაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა და პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა სტევო პენდაროვსკის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარუდგინა.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.