სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მოეხსნათ. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაახმოვანა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლაში მოხდეს განათლების მიღება.