14 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს.სკოლის დირექტორის, გიორგი ბერძნიშვილის განცხადებით, 14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.14 წლის გოგონას გარდაცვალების შესაძლო ვერსიებს ვერც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ასახელებენ. გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი გუშინ საღამოს იპოვეს.გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა შსს არ გამორიცხავს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იხილეთ: