განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ საპენსიო ასაკის მასწავლებლებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით პირველადი მონაცემებით, საქართველოში მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის 6 000 მსურველია, მისივე თქმით სამინისტრო ჯილდოების გაცემის პირველ ეტაპს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში გეგმავს. მან ასევე ისაუბრა მასწავლებლის ჯილდოს მიღების პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო მზადაა, აღნიშნული საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაიტანოს.