სკოლებში ახალი წლიდან, შესაძლოა, ვაშლები აღარ შეიტანონ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა. მუშკუდიანის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის დახვეწისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და, შესაძლოა, ვაშლების კომპონენტი სხვა კომპონენტით ჩანაცვლდეს. როგორც მუშკუდიანი აცხადებს, ვაშლებს სკოლებში დეკემბრის ჩათვლით შეიტანენ, შემდეგ გაგრძელდება თუ არა ამ კომპონენტის შეტანა, ვერ აკონკრეტებს.