საქართველოს მასშტაბით 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, 69 სკოლიდან 50 სხვადასხვა რეგიონს ეკუთვნის. მისივე თქმით, სწავლების პროცესში უკაბელო ინტერნეტთან წვდომა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.