23:39
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
14-08-2020

სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება. როგორც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა

მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ. დგებუაძის თქმით უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სკოლებისთვის სპეციალური რეგულაციები შეიმუშავა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერჯერობით სიტუაციის მართვას ახერხებენ და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები