ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის ქვეყანაში არ არსებობს. ამ ეტაპზე არ იგეგმება სასწავლო პროცესის შეწყვეტა. თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარზე გადაადგილება მაქსიმალურად შეიზღუდება.