21:51
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება
29-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

AutoPlay
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის დერეფნის გზის საძირკველი ჩაყარეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მსოფლიო ტურიზმის სამიტზე მარიამ ქვრივიშვილმა "განახლებული რეგიონების" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე ადამიანი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები