სკოლებში სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ.ჩვენი ამოცანა ეს იყო სწორედ,რომ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვის ჯანსაღი კვება სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რას სწავლობს ის. პროგრამას პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა ის, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ლაპარაკობს ამაზე, ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, ვაშლების დარიგება 10 დეკემბრამდე გაგრძელდება და რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვა პროგრამებს, ამ მხრივ ბევრი კამპანია იგეგმება.