სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება. ამის შესახებ პალიტრანიუსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. უწყება ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში მშობლებისთვის ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვების დავალებას გამოეხაურა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ შემთხვევით შესაბამისი სამსახური დაინტერესდება.