საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მიყვება.
როგორც დგებუაძე ამბობს, განათლების უწყება რეკომენდაციების შესაბამისად მოიქცევა, რაც შეეხება შეეხება დისტანციურ სწავლებას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე, დისტანციური კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის იქნება.
რა ფორმებით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო, დღეს დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ამ ინფორმაციას.