პარლამენტმა განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტის განმეორებით კენჭისყრაზე გატანა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს.