სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. აქცია-პერფომანსის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ კონცერტი მიმდინარეობს. საპროსტესტო აქციის მონაწილეები არსებული რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ფიტნეს ცენტრებისა და სამთო-სათხილამური კურორტების წარმომადგენლები, ანიმატორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.