სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი 3 პირი დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკი და სხვადასხვა სახის იარაღი აღმოუჩინეს. კერძოდ, პოლიციის მიერ 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალები. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გარდა ამისა, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებული იქნა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.