12:21
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სხვა რა უნდა ეთქვა? ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს? - რას წერს სალომე სამადაშილი
11-11-2021

რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს? - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" წერს.

მისივე შეფასებით, სტასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ ცივილიზებულად ცხოვრება ვცადოთ.

„სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი. რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

გვითხრეს: ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო“, - წერს სალომე სამადაშვილი.

AutoPlay
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
რომელ რაიონებში ამოქმედდება 1-ელი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა?
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
კახა კალაძის განცხადებით, მომავალი თვიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე 15-16 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ჰჰჰჰ
10-12-2021
მიშასთვის არავის უთქვამს იშიმშილეო, რისთვის ზის კარგად იცის და სპეკულაციებს თუ დაანებებთ თავს, კარგი იქნება. ისე, მთავარია გზა იცოდე და სტრასბურგში ყველაფერზე შეიძლება წასვლა? ......აუ, სად წავიდა ტექნიკა .
სხვა სიახლეები