სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს - Palitra News

სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს

2019-07-24 12:06:25+04:00

თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება. როგორც კომპანია "სისტრას" ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განმარტა, სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტი მგზავრობას თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში დასრულებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სადგური დედაქალაქის შესასვლელთან განთვსდება. ასმათ აბესაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძირდება. ფრაგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიის დაკვეთით კვლევას ახორციელებს, რის საფუძველზეც დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა შემუშავდება.